ადგილობრივი წარმოების ხელნაკეთი ან სერიული ველოტრენაჟორი

04/12/2012

1119812_1თუ ვინმე დაიწყებს მარტივი, მაგრამ მყარი და ფუნქციონალური კონსტრუქციის წარმოებას, რომლის მეშვეობითაც ჩვეულებრივი ველოსიპედი ველოტრენაჟორად გადაკეთდება, დაბალი თვითღირებულების გამო მომხმარებლის დიდი ინტერესით ისარგებლებს.

საქართველოში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა ველოსიპედების რეალიზაცია. ბევრი ყიდულობს, რადგან სურვილი აქვთ ივარჯიშონ. თუმცა სამუშაო რეჟიმის, შესაბამისი ინფრასტრქუტურისა და პირობების არ არსების გამო  უმეტესობა მას თითქმის აღარ იყენებს.

ველოტრენაჟრების უმეტესობა, რომელიც საქართველოში იყიდება ერთის მხრივ ძალიან ძვირია. ამიტომ ბევრი იკავებს თავს მათი ყიდვისაგან. ადგილზე დამზადებული ველოსიპედის ყიდვა ბევრად უფრო პრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს მათთვისაც, ვისაც სეირნობაში ამინდის გარდა ხელს არაფერი არ უშლის.

ზოგადად ველოტრენაჟორების სერიული წარმოება საქართველოში შესაძლოა კარგი ბიზნესი აღმოჩნდეს, ვინაიდან ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ის ბევრს სჭირდება,  მისი ყიდვა და ჩამოტანა კი საკმაოდ ძვირი ჯდება.

შესაძლოა ასევე მომგებიანი აღმოჩნდეს დაზიანებული, ძველი ველოსიპედებისგან ველოტრენაჟრების წარმოებაც. მასალის ყიდვა ძვირი არ დაჯდება და წესით არც ასეთი ტრენაჟორის გაყიდვა უნდა იყოს რთული თუ ის ლამაზი, კომპაქტური და გამძლე იქნება.