გააკეთეთ გიდების კომპანია

11/11/2009

Tour-Guideშექმენით კომპანია, რომელიც მაღალკვალიფიციური გიდებით უზრუნველყოფს ტურისტულ კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

შიდა ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მისი ბოლომდე დაკმაყოფილება ვერ ხერხდება პროფესიონალი გიდების შეზღუდული რაოდენობის გამო.

უნდა მოიძიოთ გიდები, უზრუნველყოთ მათი კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით და შესთავაზოთ მომსახურება ტურისტულ კომპანიებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სასკოლო დაწესებულებებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირებსა თუ ორგანიზაციებს.