გააკეთეთ თონე, სადაც ადამიანები ისწავლიან შოთის გამოცხობას

30/12/2010

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

პირველ რიგში შეარჩიეთ ადგილი, რომელიც არ იქნება ძნელად მისაგნები და თქვენი სეგმენტისთვის რთულად შესამჩნევი, მაგალითად სასტუმროსთან ახლოს. მოაწყვეთ თონე კომფორტულად, შექმენით ყველა პირობა, რომ ვიზიტორმა ისიამოვნოს, გადაუღეთ სურათი, ასწავლეთ სხვადასხვა მეთოდები, მოუყევით საინტერესო ისტორიები თონის პურთან დაკავშირებით.

თქვენი ვიზიტორები იქნებიან როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტები. ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია ტურისტული სააგენტოების, სასტუმროების დახმარებით. მსგავსი იდეის განხორციელება შესაძლებელია ისეთ სოფლებშიც, სადაც ბევრი სტუმარი ჩადის სეზონურად.

ბევრ უცხოელ სტუმარს,  ასევე ქართველსაც აინტერესებს და სურვილი აქვს, ისწავლონ თონის პურის გამოცხობა. თუ თქვენ გააკეთებთ ისეთ თონეს, სადაც მათ მისცემთ ამის საშუალებას, კლიენტები არ მოგაკლდებათ

გისურვებთ წარმატებებს