გააკეთეთ მუსიკალური საიტი

28/03/2011

piano_musicშექმენით საიტი მათთვის, ვისაც სურს პიანინოზე დაკვრის შესწავლა ან ცოდნის გაღრმავება ამ მიმართულებით. პირველ რიგში შეიძლება გააკეთოთ ქართულენოვანი ვიდეო გაკვეთილები. ასევე უნდა გაკეთდეს ნოტების დიდი ბაზა. საიდანაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს სასურველი ქართული სიმღერის ნოტები.

მიმდინარე კონცერტებზეც მიაწოდებთ ინფორმაციას მოსახლეობას. გააცნობთ თანამედროვე მუსიკოსებსა და მათ შემოქმედებას. ატვირთავთ ვიდეო-მასალებს. შეიძლება კონკურსების მოწყობაც, რითაც მეტ ხალხს დააინტერესებთ და მოიზიდავთ.

შეგიძლიათ დაამატოთ შემდეგი სახის მომსახურებაც: ადამიანებს ხშირად მოწონთ გარკვეული მელოდიები, მაგრამ არ აქვთ აწყობისათვის საკმარისი სმენა. შეგიძლიათ მიიღოთ შეკვეთა, აუწყოთ და ნოტები გადასცეთ გარკვეულ საფასურად.

შემოსავლების მიღება შესაძლებელია რეკლამით, რომელსაც სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლები თუ კერძო პედაგოგები განათავსებენ. ასევე რეკლამას განათავსებენ ისინი, რომლებსაც სურთ ინსტრუმენტების გაყიდვა.