გააკეთეთ მშრალი ხიდის ელექტრონული ვერსია

24/12/2009

dry-bridgeინტერნეტ-სივრცეში შეიძლება გაკეთდეს საიტი, სადაც გაიყიდება მშრალ ხიდზე გამოფენილი ნახატები და სხვა საინტერესო ნივთები.

პირველ რიგში, უნდა შეუთანხმდეთ მშრალ ხიდზე გამოფენილი სურათების მეპატრონეებს, რის შემდეგაც ნახატებს გადაუღებთ სურათებს და თქვენს საიტზე ატვირთავთ. სურათების რეალიზაცია მოხდება შეთანხმებულ ფასად, ნივთის საიტის მეშვეობით გაყიდვის შემთხვევაში, შემოსავალს მიიღებთ საკომისიოს სახით.

საიტის შექმნის გარდა საჭირო იქნება ე-კომერციის დაყენება და გამართვა, რისი საშუალებითაც მომხმარებლები პირდაპირ საიტიდან გამოიწერენ ნამუშევრებს. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, კარგი იქნება თუ ადგილზე მიტანის სერვისსაც დაამატებთ.

მსგავსი ფორმით შესაძლებელია სხვა მრავალი საინტერესო ნივთის გაყიდვა, რომელიც მშრალ ხიდზე შეგხვდებათ.



Related Posts