გააკეთეთ “ოქროს ღუზა” – ერთიანი ხარისხის ნიშანი სასტუმროებისათვის

18/09/2009

guaranteeმოიფიქრეთ ლამაზი ლოგო და დაიწყეთ მისი რეკლამირება, სადაც ხაზს გაუსვამთ იმას, რომ ამ ნიშნით აღჭურვილი სასტუმროები სანდოა, მომსახურების ხარისხი მისაღებია და მინიმალურად აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

შემდეგ დაიწყეთ თბილისში, ძირითადად კი პატარ-პატარა ქალაქებში, საკურორტო სოფლებსა თუ რაიონებში შედარებით დაბალი კლასის სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების ძიება, ვისთვისაც თქვენი ნიშნის მიღება და თქვენს სიაში მოხვედრა, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ისე დაბეჭდილ ბუკლეტებში სასურველი იქნება და რომლებიც, ამავე დროს, ვალდებულებას აიღებენ მინიმალური ხარისხის სტანდარტების დაცვაზე მაინც.

გააკეთეთ პირველი სიები და დაიწყეთ მათი გავრცელება ორგანიზაციებში, აეროპორტში, მატარებლის სადგურებზე. დაეხმარეთ ამ სასტუმროებს ანაზღაურების ელექტრონული სქემების ათვისებაში და დაჯავშნის ერთიანი სისტემაც გაუკეთეთ.

ნელ-ნელა თქვენს ქსელში შემოსვლის მსურველი სასტუმროების რიცხვი გაიზრდება. ისინი დახმარებისა და მარკეტინგული მომსახურების (ერთიანი ხარისხის ნიშნის) გამოყენების საფასურსაც გადაგიხდიან და მომსახურების ხარისხის შენარჩუნების ვალდებულებასაც შეასრულებენ.