გააკეთეთ სასტუმრო თბილისში სპეციალურად სომეხი სტუმრებისათვის

05/05/2010

downloadთბილისს “გავლით” ყოველდღიურად სომხეთის ბევრი მოქალაქე სტუმრობს. თუ გააკეთებთ სპეციალურ სასტუმროს მათთვის, სადაც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნით, შესაძლოა დაინტერესდნენ, ვიზიტი გაიხანგრძლივონ  და საინტერესო ადგილებიც მოინახულონ.

კარგი იქნება თუ რამოდენიმე საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ:

ა) სტუმრების მოსაზიდად მათ საზღვრის გადმოკვეთისთანავე უნდა მისცეს ვინმემ თქვენი სასტუმროს ბროშურა-მოსაწვევი. ამის გაკეთება თქვენ ვინმე ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით შეგიძლიათ.

ბ) სომეხი ეროვნების პერსონალი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება თქვენი სასტუმროს მიმზიდველობისათის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარეული, რომელიც სომხურ კერძებთან ერთად, რა თქმა უნდა ქართულ ტრადიციულ კერძებსაც კარგად უნდა აკეთებდეს.

გ) შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ დარეკვა და ადგილის დაჯავშნა. სასურველია ტელეფონი სომხური მობილური ოპერატორის იყოს, რაც მათ, სავარაუდოდ დარეკვის მოტივაციას კიდევ უფრო გაუზრდის.

დ) აუცილებლად უნდა მოამზადოთ თავისუფალი დროის დატვირთვის რამოდენიმე ალტერნატიული პროგრამა ყოველი საღამოსთვის. ის მაქსიმალურად ყველა ტიპის ინტერესის სტუმრისთვის უნდა იძლეოდეს დროის საინტერესოდ გატარების საშუალებას.

ე) დაუგეგმეთ 1-2-3 დღიანი დასვენების პროგრამებიც და შესთავაზეთ ისინი თქვენს სტუმრებს. ბევრმა შესაძლოა, გამოთქვას დარჩენის სურვილი განსაკუთრებით ზაფუხულში, როცა ისინი ზღვაზე დასასვენებლად მიემგზავრებიან ან ბრუნდებიან იქიდან.

ვ) ზაფხულში თქვენი მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს ზღვის სანაპიროზე სასტუმროს მოძებნა და დაჯავშნა, რითაც ბევრ ახალ კმაყოფილ სტუმარს შეიძენთ.

მსგავსი სასტუმროს გაკეთება სხვა ეროვნების სტუმრებისთვისაც შეიძლება.