გააკეთეთ უბნის მაღაზია მუდმივი აქციებით

30/04/2010

Ministop_logoთუ თქვენს უბანში გააკეთებთ გამორჩეულ, ახალი ტიპის სასურსათო მაღაზიას მუდმივად მიმდინარე მრავალფეროვანი აქციებით, სავარაუდოდ სწრაფად განავითარებთ ბიზნესს და მალე საკმაოდ ფართო ქსელიც გექნებათ.

აქციები ძალიან მრავალნაირი შეიძლება მოიფიქროთ, მაგალითად:

  • ყოველ საღამოს 8 საათის შემდეგ, 10 ლარიან ჩეკზე 1 ბოთლი ლუდი ნახევარ ფასად. ასეთი აქციით იმ მამაკაცებს მოიზიდავთ, რომლებიც სამსახურდან დაბრუნებისას მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობენ;
  • შუადღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე საჩუქარი მაღაზიაში შემოსულ ყველა ბავშვს (მაგალითად, ერთი ჩუპა ჩუპსი) ამ დროს მშობლები ბავშვებთან ერთად ბრუნდებიან სკოლიდან ან ბაღებიდან, ან ბავშვებს აგზავნიან მაღაზიაში პროდუქტებისთვის.
  • დილას საღეჭი რეზინი ყველას, ვინც 9 საათამდე შემოვა მაღაზიაში, ვინაიდან ასეთ დროს, როგორც წესი, ის ბევრს სჭირდება და სიგარეტსაც ბარემ მუდმივად თქვენთან იყიდიან სამსახურში წასვლამდე.
  • სქესის, ასაკის და შემოსვლის დროის მიხედვით განსხვავებული საჩუქრები ყოველ 10, 20, 30 ლარიან ჩეკზე, რამაც მყიდველებს მოტივაცია უნდა გაუჩინოს, თქვენთან იყიდონ, რაც ოჯახისთვის სჭირდებათ.

უამრავის მოფიქრება შეიძლება, მთავარია მიდგომა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს აქციების დაგეგმვა. სასურველია ამოირჩიოთ კვირაში ერთი სამუშაო დღე, შუადღის ისეთი საათები, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის დატვირთული მყიდველებით და ყოველკვირეულად განიხილოთ, რა ახალი აქციის მოწყობა შეიძლება იყოს საინტერესო მომხმარებლებისათვის და მომგებიანი მაღაზიისთვის.

გაანალიზოთ, რას უფრო ხშირად ყიდულობენ, როდის, ვინ – ამის მიხედვით მოიფიქრებთ ახალ აქციას. აქციის საგანი იქნება ის, რაც ყველაზე მოთხოვნადია დროის ამა თუ იმ პერიოდში. იგივე პროდუქტის უფრო მეტი მოცულობით გაყიდვა და დამატებით ნაყიდი სხვა პროდუქტებიდან მიღებული მოგება არათუ დაგიკომპენსირებთ გაკეთებულ ფასდაკლებას, არამედ ბევრად მეტ მოგებასაც მოგიტანთ.

რა თქმა უნდა, აქციები საკმარისი არ არის წარმატებისთვის. მინიმუმ სხვა მსგავსი მაღაზიების დონეზე მაინც უნდა ახერხებდეთ ასორტიმენტის შერჩევას.