გააკეთეთ სპეციალური კუთხე ნუგბარისათვის

24/10/2009

mixed-nuts-kernelsკარგი იქნება, თუ ლამაზად მოაწყობთ სპეციალურ კუთხეებს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში, სადაც მხოლოდ თხილი, ჩირი, შოკოლადი, ჩაი და ყავა გაიყიდება წონით. სასურველია, გქონდეთ ჩამოთვლილი პროდუქტების რაც შეიძლება ფართო ასორტიმენტი, ასევე ქაღალდის შეფუთვები, რითაც მოხმარებელს შეძენილ ნობათს გაატანთ. უფრო მეტი კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობისათვის, სასურველია, შექმნათ თქვენი ბრენდი.

ვფიქრობთ, ბევრი შეიძენს თქვენს პროდუქციას, რადგან ძალიან მოსახერხებელი იქნება ქუჩაში საჭმელად, ამასთან  იგი გემრიელია და სასარგებლოც.