გააკეთეთ ტურისტული საბროკერო ფირმა

28/10/2009

Tourist-creative-elements-vector-material-48061თუ ფიქრობთ ტურიზმის სფეროში სცადოთ ბედი და ამ მიმართულებით წამოიწყოთ ბიზნესი, ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილეთ ისეთი ტურისტული ფირმის გაკეთება, რომელიც ადგილობრივი სხვა ტურისტული კომპანიების საგზურებს გაყიდის.

მომხმარებლისთვის თქვენი მომსახურება უფრო კომფორტული იქნება, რადგან აღარ მოუწევს სხვადასხვა ტურისტულებში მისვლა, რათა გაიგოს, ვის აქვს მისთვის სასურველი ტური და რა პირობებით. ანაზღაურება კი შეგიძლიათ აიღოთ გაყიდული ტურის სანაცვლოდ ტურისტული კომპანიებისაგან.