გაალამაზეთ გარემო

20/07/2009

pic1ყველას, ვისაც ხატვა კარგად გამოგდით და თავისუფალი დროც ბევრი გაქვთ, შესთავაზეთ ადამიანებს მათი მანქანების, სახლის კედლების, გალავნების, ჭიშკრებისა თუ კარების მოხატვა.

ბევრს აქვს სურვილი, იყოს განსხვავებული, ორიგინალური, ლამაზი, გამორჩეული სხვებისაგან. მაგრამ, როდესაც ფინანსები არ იძლევა საშუალებას, ძვირადღირებული საგნებით, ინვენტარით, მოსაპირკეთებელი მასალებით იყვნენ გამორჩეულები, მოხატვა რჩება ერთ-ერთ კარგ საშუალებად, გახადონ მათი ჩვეულებრივი საგნები ორიგინალური.

დაამუშავეთ ესკიზები მანქანებისთვის, მიკროავტობუსებისათვის, სახლის კარებისთვის, საკუთარი სახლების კედლების მოსახატად, შეისწავლეთ რა ტექნოლოგიური საშუალებები არსებობს ამ სამუშაოებისათვის და შესთავაზეთ ადამიანებს მათი გარემოს გალამაზება.

დასაქმდებით, შემოსავლებსაც მიიღებთ, თვითრეალიზაციასაც მოახდენთ და ბევრ ადამიანსაც გახდით ცოტათი უფრო ბედნიერს.