გააშენეთ კაკლის ბაღი

11/11/2013

Walnuts with leaf.

თუ გეგმავთ თანხის დაბანდებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით და გაქვთ სხვა ალტერნატიული შემოსავალი, მაშინ კაკლის ბაღის გაშენება შეიძლება კარგი იდეა იყოს.

თუ ამ ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტთ, საჭიროა მოიძიოთ სწრაფად მზარდი ჯიშები, რომლებიც 7-8 წელში მოგცემთ სრულ მოსავალს. სრული მოსავლიანობის დროს 1 ჰექტარზე შესაძლებელია 4-5 ტონა კაკლის მოსავლის მიღება, რითაც დაახლოებით 2-2.5 ტონა სუფთა ნიგოზს მიიღებთ.

დღეს ნიგვზის ჩასაბარებელი ფასი 10-15 ლარია, ზოგჯერ უფრო მეტიც. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ 20,000 დან 40,000 ლარამდე შემოსავალი ყოველწლიურად.ბიზნესის დასაწყებად დაგჭირდებათ მიწის შეძენა და გაშენების პირველადი საინვესტიციო ხარჯების გაღება. თუმცა ამ თანხებისა და შემდგომი ყოველწლიური მოვლის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება პირველივე სრული მოსავლის მიღების დროს არის შესაძლებელი.