გაიცანი შენი ავტომობილი

20/10/2014

dg ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ საქართველოში შეიქმნება სატრენინგო, პრაქტიკული სასწავლო კურსები სადაც ახალ და გამოუცდელ მძღოლებს მცირე ტრენინგს ჩაუტარებენ საკუთარი ავტომობილის უკეთ გასაცნობად. მაგალითად : როგორ შეამოწმონ ზეთი – გადაცემათა კოლოფში, ჰიდრავლიკასა და ძრავში.  როდის, როგორ და სად უნდა ჩაამატონ წყალი და „ანტიფრიზი“,  როგორ იცვლება ნათურა, სად რა ნაწილი აქვს მათ ავტომობილს და რა როგორ მუშაობს მანქანაში.

ამ სერვისით განსაკუთრებით ახალბედა მძღოლები დაინტერესდებიან. როგორც წესი, დილეტანტმა მძღოლებმა არ იციან ავტომობილის მოვლის წესები და მათთვის უცნობია როგორ მოაგვარონ სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ავტომობილს შეიძლება შეექმნას.