განავითარეთ რელიგიური ტურიზმი

31/10/2009

474744ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად არის აღიარებული, თუმცა აქაც არსებობს რამდენიმე საინტერესო მიმართულება, სეგმენტი, რომლის შესახებაც საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, მაგალითად: რელიგიური ტურიზმი.

მომლოცველობა აქტიური ხდება. ეკლესიის მრევლის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სხადასხვა წმინდა ადგილების მოლოცვით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

თუ ვინმე მხოლოდ რელიგიურ ტურიზმზე ორიენტირებულ ტურისტულ კომპანიას გააკეთებს, დაიწყებს შიდა მომლოცველობის განვითარებას, შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მოაწყობს ტურებს, ხოლო მესამე ეტაპზე სხვა ქვეყნებიდან (უკრაინიდან, რუსეთიდან, სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან) საქართველოში მომლოცველების ჩამოყვანითაც დაკავდება, 2-3 წელიწადში მასშტაბური და შემოსავლიანი ბიზნესი გამოუვა.