გაუკეთეთ დისტრიბუცია ბატი–ბუტის სიმინდს

27/08/2009

pop-corn

ვფიქრობთ, თუ ბატი-ბუტის სიმინდის მწარმოებლების მოძიებას, ნაწარმის შეგროვებას და ქალაქში დისტრიბუციას მოახერხებთ, საკმაოდ კარგ ბიზნესს ააწყობთ.

პროდუქტი მზადდება ძალიან სწრაფად, ძალიან გემრიელია და ძალიან ბევრს უყვარს, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ასეთი სიმინდი თითქმის არსად იშოვება. ასე რომ, ამ მაღაზიებს კლიენტურა არ მოაკლდება, თქვენ კი – შეკვეთები.

ამ სიმინდს დიდი სიამოვნებით შეიძენენ, რადგან ბევრს ურჩევნია სახლში დამზადებული ცხელი ბატი-ბუტი, რომლის მომზადების პროცესიც სახალისოა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.

ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად უნდა იპოვოთ ადგილი, სადაც ყველაზე კარგად მოჰყავთ ასეთი სიმინდი, შემდეგ მოიძიოთ მაღაზიები, რომლებსაც მოამარაგებთ თქვენი პროდუქტით. ვფიქრობთ, თუ რეალურ ფასად ჩააბარებთ, არც ერთი მაღაზია უარს არ იტყვის მის გაყიდვაზე.