გაუმარტივეთ ქალ მძღოლებს ცხოვრება

23/07/2009

car-repairქალი მძღოლებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია ავტომობილის მოვლა. თუ გესმით ავტომობილის შიდა მექანიზმი, გქონიათ შეკეთების გამოცდილება, მაშინ სპეციალურად ქალებისთვის შეიძლება გააკეთოთ ადგილზე მომსახურების სერვისი.

წარმოიდგინეთ: თუ მომხმარებელს ავტომობილი გაუფუჭდა, რეკავს და თქვენ ადგილზე მიდიხართ. თუ შესაძლებელია, ადგილზე უგვარებთ პრობლემას, თუ არა გასაღებს ართმევთ, მიგყავთ მანქანა და  თქვენს თავზე იღებთ მისი შეკეთების პროცესს. მძღოლს კი აბარებთ უკვე გაკეთებულ ავტომობილს.

ბიზნესის დაწყებამდე რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი:

  1. როგორ გაყიდოთ მომსახურება?
  2. როგორ მოიპოვოთ ნდობა, რათა ავტომობილი გაგატანონ?
  3. როგორ უნდა შეაკეთოთ მანქანა?
  4. რა უნდა იყოს მომსახურების ფასი?

თავდაპირველად უმჯობესია, მეგობრები დაიხმაროთ. სთხოვეთ მათ დახმარება ინფორმაციის გავრცელებაში. დაბეჭდეთ პატარა ბროშურები, სადაც მოკლედ ეწერება თქვენი მომსახურების შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია.

ავტომობილის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გყავდეთ კარგი ხელოსნები, თუნდაც სხვადასხვა ადგილას, ვისთანაც შეაკეთებთ. არ დაგავიწყდეთ, თქვენ მხოლოდ შეკეთების პროცესს უნდა უხელმძღვანელოთ. ამაში კი შეიძლება ფიქსირებულად აიღოთ 20-დან 50-ლარამდე ანაზღაურება ერთი მანქანიდან. ეს დამოკიდებული იქნება პრობლემის სირთულეზე.