გაყიდეთ ქართული ცეკვების ვიდეო-გაკვეთილები

13/01/2011

45d2af811e75თუ ხართ ქართული ცეკვების მასწავლებელი და უცხო ენებიც კარგად იცით, მაშინ ასეთ ბიზნეს-იდეას გთავაზობთ: თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ სხვადასხვა ენაზე რამოდენიმე ქართული ცეკვის მარტივი ილეთის გაკვეთილები და დისკების სახით გაყიდოთ.

თქვენი ძირითადი მომხარებლები იქნებიან როგორც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე უცხოელი ტურისტები, რომლებსაც მოეწონებათ ქართული კულტურა და გაუჩნდებათ სურვილი, თავად შეისწავლონ გარკვეული ილეთები. ასევე მყიდველებად მოიაზრებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც აქვთ დიდი სურვილი ქართული ცეკვის სწავლისა, მაგრამ არ აქვთ ამის შესაძლებლობა.

ტექნიკურად უნდა მოაგვაროთ, რომ დისკის კოპირება და გავრცელება შეუძლებელი იყოს. ასევე კარგი იქნება, თუ რომელიმე საიტზე ატვირთავთ ფაილს, რათა დისტანციურად თანხის გადახდის შემდეგ შესაძლებელი იყოს ვიდეოს ჩამოტვირთვა.

ინფორმაციის გავრცელება და დისკების გაყიდვა შესაძლებელია აეროპორტში, უნივერსიტეტებში, ტურისტულ სააგენტოებთან თანაშრომლობით.