გაყიდეთ ქართული ხელნაკეთი ნივთები საზღვარგარეთ ინტერნეტით

10/09/2009

670px-Make-Personality-Enhancing-Handmade-Accessories-Step-1რას ფიქრობთ იმაზე, რომ დაიწყოთ ქართული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაცია მთელ მსოფლიოში ინტერნეტის საშუალებით?

ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე არსებული ისეთი ცნობილი ყიდვა-გაყიდვის საიტები, როგორიცაა, მაგალითად, eBay.com, ასეთი ტიპის საიტების უპირატესობა ისაა, რომ ისინი უკვე ყველასათვის კარგად ცნობილია და მათ ბევრი მომხმარებელი ჰყავს განვითარებულ ქვეყნებში.

ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა:
– გახსნათ ჩამბარებელი პუნქტი თბილისში, სადაც მოხდება ქართული ხელნაკეთი ნივთების ჩაბარება – მინანქრის სამკაულების, სხვადასხვა აქსესუარების, ხის სათამაშოების, ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის და ა.შ.
– გამონახოთ პარტნიორი ამერიკაში(ან სხვა შესაბამის ქვეყანაში, გააჩნია, რომელ საიტზე გადაწყვეტთ მათ განთავსებას) და ჩაბარებული ნივთები კონტეინერით გადაუგზავნოთ ცალკეული შეკვეთის ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად.
– გადაუღოთ ფოტოები ნივთებს და განათავსოთ შერჩეულ საიტზე.

დროთა განმავლობაში თქვენ ისწავლით, რა ტიპის ნივთებზეა უფრო მოთხოვნა და შესაბამისად მხოლოდ იმ ნივთებს ჩაიბარებთ.