გახადეთ თქვენი მცირე ზომის ტექნიკის მაღაზია სხვებისგან გამორჩეული

02/02/2011

logoთქვენი მცირე ზომის ტექნიკის მაღაზიის კონკურენტუნარიანობისათვის სულაც არ არის აუცილებელი დიდი ინვესტიციების მოძიება და ასორტიმენტის მაქსიმალურად გაფართოება. გააკეთეთ სპეციალიზაცია ერთ კონკრეტულ პროდუქტზე. თუნდაც– ტელევიზორებზე და გაყიდეთ თქვენს მაღაზიაში ყველა შესაძლო ბრენდის ტელევიზორი – როგორც იაფი, ასევე უახლესი და მაღალ სეგმენტზე მორგებული მოდელები. ამით დაიმკვიდრებთ სფეროში ყველაზე კომპეტენტური მაღაზიის სტატუსს.

მნიშვნელოვანია, როგორ შეფუთავთ პროდუქციას ისე, რომ სხვა მაღაზიაში ნაყიდისაგან განსხვავებული იყოს. ამას მარტივად მოახერხებთ, თუ მომხმარებელს, მაგალითად, გარდა ტელევიზორისა, შესთავაზებთ მის ჩართვას ნებისმიერ საკაბელო თუ სხვა მაუწყებლობაში და ამით მას დამატებით კომფორტს შეუქმნით. შეგიძლიათ ასევე შესთავაზოთ თანამგზავრული მიმღები ან სხვა მსგავსი პროდუქტები. ამით ტელევიზორს მეტ ღირებულებას შესძენთ.