გახდი თავისუფალი სადაზღვევო აგენტი

15/07/2009

rubber stamp with inscription INSURANCE

თუ გიჩნდებათ სურვილი, რაღაცით დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, მაშინ გაქვთ შანსი, გახდეთ კარგი თავისუფალი სადაზღვევო აგენტი, მიიღოთ შემოსავალი და დიდი სიამოვნება საინტერესო, სახალისო საქმის კეთებით. ამასთან შეძლებთ (თუ მოასწრებთ და დააზღვევთ) ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქოთ სხვადასხვა სახის განსაცდელი.

ამისათვის ბევრი არაფერია საჭირო,  წაიკითხეთ 2-3 წიგნი დაზღვევაზე, დეტალურად გაეცანით ძირითადი, ან ყველა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებს და პირობებს, აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სფერო (ქონება, ჯანმრთელობა, ავტოდაზღვევა, ფიზიკური პირები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები თუ სხვა) და დაიწყეთ მოქმედება. გაყიდვები ნათესავებიდან და ახლობლებიდან დაიწყეთ, გააცანით მათ სხვადასხვა კომპანიის პირობები. სულ მალე, შეგიძლიათ, პატარა სააგენტოც ჩამოაყალიბოთ.

ყველა სადაზღვევო კომოპანია იხდის 10%-ს სააგენტოს გაყიდვებიდან და ისინი სიამოვნებით დათანხმდებიან თქვენთან თანამშრომლობას. მომხმარებელი კი მოკლებულია დაზღვევით ადგილზე მომსახურებას და თუ არიან აგენტები, მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კომპანიის დაზღვევას ყიდიან. კლიენტებისთვის თქვენი შეთავაზება უფრო საინტერესოც იქნება და უფრო სანდოც. ასე რომ, არ დაიზაროთ, იმოქმედეთ და ისიამოვნეთ საინტერესო და შემოსავლიანი საქმის კეთებით.  თვეში 2-3 მანქანის დაზღვევით, ან 10-15 ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევით თქვენ შეძლებთ გამოიუმუშაოთ 400-500 ლარი, კარგი აგენტისთვის კი ეს ძალიან ადვილად მისაღწევი შედეგია.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ საქმის შეთავსება, სხვა ნებისმიერ საქმიანობასთან ერთად თავისუფლადაა შესაძლებელი.



Related Posts