გახდი ANDROID დეველოპერი

13/04/2016

ტრენინგი14 მაისს UG Lemondo – ს ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი Android დეველოპმენტში. Google – ს Android სისტემას მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონების 81% იყენებს, რომლის რაოდენობა მილიარდს აჭარბებს. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანდროიდის კვალიფიციური დეველოპერების ძიება აქტიურად მიმდინარეობს წამყვან ქვეყნებში, რადგან დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამული უზრუნველყოფის უნარი.

ტრენინგი მოიცავს თანამედროვე IT ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებად ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ოპერაციულ სისტემაზე პროგრამირების კურსს პროგრამირების ენის Java-ს გამოყენებით. სწავლება წარიმართება თეორიული, პრაქტიკული და დამოუკიდებელი სამუშაოების ფორმატში. კურსის განმავლობაში დამსწრეები შეისწავლიან Android პლატფორმაზე Java-ს მეშვეობით მობილური აპლიკაციების შექმნას.

დამატებითი ინფორმაცია



Related Posts