გახსენით ავტოსამრეცხაო თვითმომსახურებით

04/08/2009

car-washმძღოლების უმრავლესობა მაღალი ფასების გამო მაქსიმალურად ცდილობს გადადოს გარეცხვა ან ცდილობენ თავადვე გარეცხონ ძირითადად ეზოში ან სულაც მდინარეზე.

ევროპაში ძალიან გავრცელებულია ავტომობილის საკუთარი ხელით რეცხვა, რაც გაცილებით იაფი ღირს. იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი ერიდება ავტოსამრეცხაოებს მაღალი ფასის გამო, შეგიძლიათ გააკეთოთ მსგავსი სამრეცხაო და გაცილებით იაფად შესთავაზოთ მძღოლებს ავტომანქანების გარეცხვა. თუ ისე 8-15 ლარამდე მერყეობს გარეცხვის ფასი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად დაადოთ 5 ლარი, რადგანაც მრეცხავის ხარჯი აღარ გექნებათ.

შეგიძლიათ დააწესოთ დროითი შეზღუდვები. მაგ: სედანის ტიპის ავტომანქანებზე 30 წუთი, ხოლო ჯიპებზე 40 წუთი, ან საერთოდ მომსახურების ღირებულება კლიენტის მიერ ბოქსში დახარჯული დროის მიხედვით დაითვალოთ. თუ ფინანსური რესურსი ამის საშუალებას გაძლევთ უმჯობესია რამოდენიმე ბოქსი გააკეთოთ.