გახსენით მაღაზია, სადაც მხოლოდ ბიოპროდუქციას გაყიდით

29/09/2009

cms-image-000013558თუ გახსნით მაღაზიას, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი და ხორცი გაიყიდება, ბევრი კლიენტი გეყოლებათ, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები.

დღეს ხილ-ბოსტნეულში ძალიან ბევრ შხამ-ქიმიკატი და დანამატია. რაც არ არის სასარგებლო პატარებისთვის, ამიტომ დედები დიდი სიამოვნებით შეიძენენ თქვენს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ პროდუქციას, თუნდაც შედარებით მაღალ ფასად.

ბიზნესის დასაწყებად მოგიწევთ იმ ხალხთან დაკავშირება, ვინც ასეთ პროდუქტს აწარმოებს. ამაში შეიძლება დაგეხმაროთ ბიომეურნეობის ასოციაცია „ელკანა“. (www.elkana.org.ge)