გახსენით პლასტმასის ჭურჭლის გადამამუშავებელი ქარხანა

26/04/2011

imagesგახსენით პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში. მხოლოდ “ბორჯომის” ქარხანა წელიწადში, საშუალოდ, 150 მილიონ პლასტმასის ბოთლს (საშუალო მოცულობით 0.75ლ) მოიხმარს მინერალური წყლის ჩამოსასხმელად.

ამჟამად, გამოყენებული პლასტმასი ხვდება ნაგავსაყრელებზე. ეს ბიზნესი მომგებიანი იქნება როგორც მათი მფლობელებისთვის, ისე საზოგადოებისა და გარემოსთვის.

საქმიანობის დასაწყებად საჭირო იქნება შესაბამისი გადამამუშავებელი დანადგარების შეძენა, ასევე უნდა გაკეთდეს პლასტმასის ჭურჭლის ჩამბარებელი პუნქტი. სამომავლოდ კი, სანაგვე ურნების გვერდით სპეციალური ურნების დადგმაც არის შესაძლებელი, რომელიც მხოლოდ პლასტმასის ჭურჭლისთვის იქნება განკუთვნილი.

გადამუშავების პროცესი კი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • პროდუქცია უნდა დახარისხდეს მათი ხარისხის და შეიძლება ფერის მიხედვითაც კი;
  • ბოთლები იწმინდება გარეგანი დანამატებისგან – ქაღალდის ეტიკეტები, წებო;
  • დახარისხებული და გასუფთავებული პლასტმასი ქუცმაცდება;
  • დაქუცმაცების შემდეგ პლასტმასი დნება და მზადდება გრანულები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ჭურჭლის დასამზადებლად.

მიღებული გრანულებისგან კი შესაძლებელია ხელახლა აწარმოოთ პლასტმასის პროდუქცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები მრავლად არიან, კარგი შეთავაზების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ, მათი გარკვეული ნაწილის მოთხოვნა დააკმაყოფილოთ.

აქვე არის საინტერესო ბმულები ამ საკითხთან დაკავშირებით:

http://www.ledarecycling.it/starting/startmain.htm

http://www.squidoo.com/recyclingbusiness

http://www.vhz.su/ru/production/110