დააარსეთ პროფესიული კურსების სასწავლო ცენტრი

30/09/2009

53თუ სხვადასხვა ხელობის შემსწავლელ კურსებს გააკეთებთ, ვფიქრობთ, ბევრი შეიძლება დაინტერესდეს, რადგან ყველა ვერ ახერხებს უმაღლესი განათლების მიღებას და სამსახურის პოვნაც უძნელდებათ, ხელობის ცოდნა კი მათ დაეხმარებათ დასაქმებაში.

ამისათვის საჭიროა, მოძებნოთ კადრები, რომლებიც ფლობენ ამა თუ იმ ხელობას, მაგალითად დურგალი, ავტომობილის ხელოსანი, ოქრომჭედელი და შეუთანხმდეთ მათ, რომ მიუყვანთ “მოსწავლეებს” და გარკვეულ საფასურს გადაუხდით სწავლების სანაცვლოდ.

ამის შემდეგ კი, მთავარია ეფექტურად გაავრცელოთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის სასწავლო კურსები გაქვთ, რათა მოიზიდოთ მსურველები.