დაამზადეთ ჭიქის სადგამები

27/07/2009

M-Size-Pure-font-b-Wood-b-font-8pcs-Cork-font-b-Drink-b-font-Cupთუ გიყვართ ფოტოგრაფია, ან ხართ შემოქმედებითი ადამიანი, ვფიქრობთ, გაქვთ შანსი, მიაღწიოთ წარმატებას ჭიქის სადგამების ბიზნესში.

ახლა ალბათ ძალიან ცოტა თუ ჩამოდის უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ სუვენირების გარეშე და თითქმის ყველა მათგანთან მოიძებნება ჭიქის სადგამები ამა თუ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებით. მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში ჭიქის სადგამებს ძალიან ცოტა აკეთებს. ისიც, ძირითადად, მხოლოდ დიდი რაოდენობით შეკვეთისას.

შეისწავლეთ სპეციალურ მასალაზე სურათების გადატანის ტექნოლოგია და ადგილზე დაამზადეთ შემოქმედებითი ფოტოებით გაწყობილი ჭიქის სადგამები. ნებისმიერმა კაფემ, ან რესტორანმა შეიძლება შეიძინოს ჭიქის სადგამები თავისი ინტერიერის, ან ექსტერიერის სურათებით და იგი არა მარტო თავად გამოიყენოს, არამედ გაყიდოს და გააჩუქოს კიდევაც. ასევე შეიძლება გააკეთონ სასტუმროებმა, საცალო ბაზარზე ორიენტირებულმა ბევრმა სხვა ორგანიზაციამ.

უფრო მეტიც შეგიძლიათ გარისკოთ და მცირე რაოდენობით დაამზადოთ ისეთი ორიგინალური სადგამები, როგორიცაა:

  • საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოები უცხოელებისთვის;
  • შოუ-ბიზნესის და სპორტის წარმომადგენლების ფოტოები თინეიჯერებისთვის;
  • საგზაო ნიშნები თავისი განმარტებებით;
  • ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ცნობილი გამონათქვამები;
  • ყვავილები კომენტარებით: რა ყვავილია და რა დატვირთვა აქვს;
  • ქართული ანბანი, ცხოველების გამოსახულებები, გამრავლების ტაბულა ბავშვებისთვის და ა.შ.

ამ ბიზნესის წარმატების 90% დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რისი დატანა მოხდება ჭიქის სადგამებზე. ამიტომ შეეცადეთ შექმნათ შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მუდმივად იფიქრებს ამ საკითხზე.