დაეხმარეთ ახალბედა გამოუცდელ მასწავლებლებს მოსწავლეების მოძიებაში

17/01/2011

teacher2მასწავლებლების შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყარო აბიტურიენტების მომზადებაა. გამოუცდელ და ახალბედა მასწავლებლებს, განსხვავებით პრესტიჟული მასწავლებლებისა, არ ჰყავთ ბევრი მოსწავლე. თუ თქვენ შეძლებთ, დაეხმაროთ მათ კერძო მოსწავლეების მოზიდვაში, მომგებიან ბიზნესს წამოიწყებთ.

როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს? თქვენ უნდა შექმნათ ვებ-გვერდი, სადაც მასწავლებლებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეეძლებათ თავიანთი მონაცემების ატვირთვა და პროფილის შექმნა. ამ პროფილზე მუდმივად განახლდება ინფორმაცია, დაემატება კომენტარები და შეფასებები არსებული მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების შესახებ, ასევე მათი მიღებული შედეგები ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში. მასწავლებლები განაწილებული უნდა იყოს უბნების მიხედვით, რითაც გაადვილდება მათი ძიება.

თქვენი საიტით ძირითადად ისარგებლებენ იმ მოსწავლეების მშობლები, რომელთათვისაც პრიორიტეტულია სახლთან ახლოს მცხოვრები მასწავლებლის მოძიება. რეკლამის გაკეთება და ფლაერების დარიგება შესაძლებელია სადარბაზოებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებში.

მასწავლებლების დაინტერესებას შეძლებთ სკოლებში ინფორმაციის გავრცელებით. საწყის ეტაპზე მათთვის უფასო იქნება მონაცემების ატვირთვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიიზიდავენ მოსწავლეებს ეს მომსახურება ფასიანი გახდება.

კარგი იქნება თუ განათავსებთ რეკლამებს თქვენს საიტზე, ეს დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო იქნება.

გისურვებთ წარმატებებს.



Related Posts