დაეხმარეთ მეკალმახეებს თევზის დისტრიბუციაში

08/12/2009

6საქართველოში უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი ინტერესდება საკალმახეებით. თუმცა, ამ მხრივ ბაზარი ჯერ კიდევ დიდ შესაძლებლობებს იძლევა. წესით, თევზი გაცილებით მეტი უნდა იყოს და გაცილებით იაფი უნდა ღირდეს. მაგრამ, პროცესს მეკალმახეებისათვის თევზის დისტრიბუციის პრობლემა ართულებს.

მიმართეთ საკალმახეების მეპატრონეებს თუნდაც რომელიმე ერთ რაიონში, გააცანით თქვენი იდეა და შესთავაზეთ თანამშრომლობა.

მომავალში შესაძლებლობა გექნებათ გააფართოვოთ როგორც მყიდველების, ისე გამყიდველების რიცხვი და არეალი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეკალმახეებსაც დაეხმარებით და ბევრი ოჯახისთვისაც უფრო ხელმისაწვდომს გახდით ცოცხალ თევზს.