დაეხმარეთ მცირე სასტუმროებს ოთახების გაქირავებაში

16/04/2010

SANYO DIGITAL CAMERA

ბაკურიანის, ქობულეთის, კვარიათის, სარფისა თუ ბათუმის კერძო მცირე სასტუმროების მფლობელებისათის ოთახების გაქირავება საკმაოდ რთული ამოცანაა დიდი კონკურენციის გამო. შექმენით სპეციალური კომპანია, რომელიც თავდაპირველად თბილისის რამოდენიმე უბანში, შემდეგ ეტაპზე კი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ერთ მომსახურების ცენტრს გახსნის და მისცემს საშუალებას ადამიანებს აარჩიოს მისთვის სასურველი ბინა და დაჯავშნოს.

მთავარია რამოდენიმე საკითხის გათვალისწინება:

ა) საკომისიო არ უნდა იყოს დიდი. მას თქვენ სავარაუდოდ სასტუმროდან უნდა იღებდეთ თითოეული თქვენს მიერ გაგზავნილი ადამიანის მიერ ყოველდღიურად გადახდილი თანხიდან (ალბათ არაუმეტეს 1 ლარს)

ბ) საჭირო იქნება პირადი დათვალიერება იმისა თუ რას სთავაზობთ მომხმარებელს, იმისათვის, რომ დაწმუნებული იყოთ პირობების ადეკვატურობაში. სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც მოიაროთ პარტნიორი სასტუმროები და დაათვალიეროთ მათი მდგომარეობა.

გ) კარგი იქნება თუ გექნებათ მდიდარი აუდიო, ვიდეო მასალა და დადებითი თუ უარყოფითი მხარეების  სრული აღწერა.

დ) აუცილებლად შესთავაზეთ დამსვენებლებს დახვედრა და დაბინავებაში დახმარება, შესაძლოა რაიმე დამატებითი საფასურის ფასად, მაგრამ ბევრისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანი დამატებითი მომსახურება აღმოჩნდეს.

ე) სასურველია ყველა კლიენტს ერთხელ მაინც დაურეკოთ ჩასვლის დღეს და ერთხელ დაბრუნების დღეს. პირველად მოკითხოთ როგორ მოეწყვნენ და რამე პრობლემები ხომ არ აქვთ გაუთვალისწინებელი. ხოლო დაბრუნების შემდეგ რამე პატარა კითხვარს თუ შეავსებინებთ სატელეფონო გასაუბრებით ან ინტერნეტის მეშვეობით მომავალში კიდევ უფრო გაგიადვილდებათ პარტნიორებთან მუშაობაც და ლოიალური კლიენტების რაოდენობასაც გაზრდით.

ვ) კარგი იქნება თუ გააკეთებთ კარგ ინტერნეტ საიტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ვიდეო-აუდიო დათვალიერება, ოთახების არჩევა და დაჯავშნა. თუმცა ეს ცოტა რთული საკითხია და მოგვიანებითაც შეიძლება გაკეთდეს.

ზ) მნიშვნელოვანი იქნება ოფისების კარ ადგილებზე გახსნა, ალბათ დიდ სავაჭრო ცენტრებში. კარგი, მარტივად დასამახსოვრებელი სახელის დარქმევა და აქტიური ინტერნეტ მარკეტინგი.

საქმიანობა ცოტა სეზონური შეიძლება იყოს, მაგრამ ისეთი ადმიანებიც ბევრია ვინც წინასწარ იცის როდის მოუწევს შვებულება და ეცდებიან კიდეც, რაც შეიძლება ადრე დაჯავშნონ ოთახები.

წარმატებებს გისურვებთ :)