დაეხმარეთ ხალხს ახალ ოპერაციულ სისტემაზე გადასვლაში

23/02/2011

linux_microsoft1ამჟამად საქართველოში საკმაოდ აქტუალურია სავალდებულო ლიცენზირებული ვინდოუსების საკითხი. როგორც ვარაუდობენ, უახლოეს მომავალში აღარავის ექნება უფასო ვინდოუსი და ყველას მოუწევს მისი ყიდვა. თუ გარკვეული ხართ ლინუქსის დაყენებასა და საბაზისო პროგრამებში, მაშინ მომხმარებელს ასეთი რამ შეგიძლიათ შესთავაზოთ:

ვინდოუსის პარალელურად დააინსტალირეთ ლინუქსის ოპერაციული სისტემა, რომელიც სრულიად უფასოა. ასევე ყველა ის ძირითადი პროგრამა, რომელიც საჭიროა ყოველდღიური მოხმარებისათვის და ჩაუტარეთ რამდენიმე მოკლევადიანი უფასო ტრენინგი, რათა მიეჩვიონ მას და არ გაუჭირდეთ ახალ პლატფორმაზე გადასვლა.

ვფიქრობთ, თქვენს მომსახურებას გამოიყენებენ არა მხოლოდ უბრალო მომხმარებლები, არამედ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებიც, რომელთაც არ აქვთ ფუფუნება, საკუთარ თავს უფლება მისცენ საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე ოპერაციული სისტემის შეძენისა.

გაყიდვების არხებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სადარბაზოები, ასევე მსხვილი კომპიუტერული კომპანიები, სადაც დაარიგებთ ფლაერებს ან ითანამშრომლებთ მათთან. კარგი იქნება, თუ მოახდენთ ახალი ოპერაციული სისტემის პროპაგანდას, მის გაცნობას და პოპულარიზაციას. ასევე მის დადებით მხარეებზე აქცენტირებას(მაგალითად, არ აქვს ვირუსები).

ალბათ, საკმაოდ ბევრი დაგთანხდებათ ლინუქსის პარალელურ რეჟიმში დაყენებაზე და საკმაოდ კარგ ბიზნესს ააწყობთ. კონკურენტებიც ნაკლები გეყოლებათ, რადგან დღეს ცოტა თუ არის გარკვეული კარგად ამ ოპერაციულ სისტემაში.



Related Posts