დაიწყეთ ბადაგის გაყიდვა

24/11/2009

must-clipart-wine_6ayu-sxდაიწყეთ ბადაგის გაყიდვა საქართველოში. ეს არის ძალიან გემრიელი, სასარგებლო პროდუქტი და შეიცავს ბუნებრივ შაქარს. თუ ქართველ მომხარებლებს მიაწვდით ამ წვენს ბოთლებში ჩამოსხმულს, სავარაუდოდ მყიდველები არ მოგაკლდებათ.

ბიზნესის დასაწყებად საჭირო იქნება დაუკავშირდეთ მევენახეებს და შეუთანხმდეთ ბადაგის მოწოდებაზე. თქვენ კი ჩამოასხამთ ბოთლებში და გაყიდით. აუცილებელია სანიტარული ნორმები იყოს დაცული და აკონტროლოთ მისი წარმოება.