დაიწყეთ მატყლის გადამუშავება

23/05/2011

laolin-mf998phx13dacxzkll66fkihms9drg4noybrzmby6kამჟამად საქართველოში არ ხდება მატყლის გადამუშავება. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მატყლი მცირე ფასად და დაიწყოთ მისი გადამუშავება.

მატყლისაგან შეიძლება დამზადდეს თექის საბავშვო ჟილეტები, მოსაცმელები, შარფები, ქუდები და სხვა ტანსაცმელი თუ აქსესუარი. ამისათვის შეგიძლიათ სოფლებში დაუკავშირდეთ მანდილოსნებს, მოამარაგოთ მატყლით, რასაც ისინი დაამუშავებენ, აწარმოებენ სასურველ ნივთებს. ყველა ნაწარმს ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანებთ და თქვენზე იქნება დამოკიდებული მათი რეალიზაცია.

ანუ, ბიზნესის მოდელი ამგვარია: შეიძინეთ მატყლი, დაურიგეთ რაიონებში მცხოვრებ დიასახლისებს, რომლებიც გადაამუშავებენ მას და შემდეგ ჩააბარეთ მაღაზიებში ან გაყიდეთ ონლაინ. ბიზნესის წარმატების საიდუმლო სწორ ასორტიმენტშია, უნდა გამოიცნოთ ზუსტად, რაზე იქნება მოთხოვნა და რას შეიძენენ ყველაზე მეტად.

გისურვებთ წარმატებებს