დაიწყეთ სხვადასხვა სახის ჩირისა და ტყლაპის წარმოება

20/10/2009

4728e71a8e60დაიწყეთ სხვადასხვა სახის ჩირისა და ტყლაპის წარმოება. შექმენით თქვენი ბრენდი და მიეცით მომხმარებელს  საიმედოობის გარანტია.

ჩირსა და ტყლაპს ბევრი ადამიანი ყიდულობს წლის განმავლობაში. თუმცა შეფუთვის არ არსებობის გამო, ბევრისთვის მხოლოდ ახლობლების მიერ მომზადებული ჩირია სანდო, რომელიც, სამწუხაროდ ყოველთვის ცოტაა და დიდხანს არავის ჰყოფნის.

შესაბამისად, თუ ჩირი კარგად იქნება დაფასოებული და თან მწარმოებელიც ცნობილი იქნება, დიდი ალბათობით მოხმარებაც და მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.