დაუმზადეთ ხის სათამაშოები ბავშვებს

28/08/2009

526791526266451თუ შეძლებთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების დამზადებას, კარგ სიახლეს შეიტანთ სათამაშოების ბაზარზე, ბავშვების ჯანმრთელობასაც დაიცავთ და წარმატებული ბიზნესიც გამოგივათ.

პოლიეთილენი, ტოქსიკური წებო, ფოსფორი, ქიმიური საღებავი, პლასტმასი– ეს ის ნივთიერებებია, რომელთაგანაც მზადდება დღეს მცირეწლოვანი ბავშვების სათამაშოების უმრავლესობა. ამიტომ გთავაზობთ, ხელი მიჰყოთ ხის და სხვა ნატურალური მასალისგან სათამაშოების დამზადებას, რომელიც არ მოითხოვს ბევრ რესურს და რაც მთავარია, არ იქნება ზიანის მომტანი პატარებისათვის.

ხისგან ძალიან ბევრნაირი სათამაშოს გაკეთება შეიძლება და არც დამზადება უნდა იყოს ძნელი.  ყველაზე რთული, ალბათ, სწორედ ასორტიმენტის სწორად შერჩევა იქნება. მეგობრებს სთხოვეთ დაგეხმარონ იდეების მოფიქრებაში (ერთად ამის კეთება კიდევ უფრო სახალისოა). დაამზადეთ საცდელი ეგზემპლარები და მიეცით ბავშვებს. დააკვირდით მათ რეაქციას.

ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები შეგიძლიათ შეიტანოთ სხვადასხვა სუვენირებისა თუ სათამაშოების მაღაზიებში. ასევე გაყიდვების კარგი საშუალება იქნება ფარმაცევტული კომპანიების ლოიალობის პროგრამების სასაჩუქრე კატალოგები და ბავშვებისთვის მოწყობილი საქველმოქმედო აქციები. ონლაინ გაყიდვები.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ შეფუთვას, ის ძალიან ხშირად ხდება ყიდვის გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორი.