ზანიგვანა · Zanigvana

25/04/2017

17834113_284663575295126_5152977695690723242_o“გაუკეთეთ განსხვავებული საჩუქარი საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს” – ეს კიდევ ერთი ახალი სტარტაპის, ზანიგვანას სლოგანია. კომპანია სულ რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და საქმიანობის სფეროს ხელნაკეთი ოთახის დეკორაციებისა თუ სამკაულების დამზადება და რეალიზაცია წარმოადგენს. Startup.ge ზანიგვანას დამფუძნებელს, ნათია ჭიღიტაშვილს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

ზოგადად მინდოდა, რომ რაღაც საკუთარი მქონოდა. ვაკეთებდი ჩემთვის რაღაცეებს, მოსწონდათ მეგობრებს, ახლობლებს. იდეაც აქედან გამიჩნდა და გადავწყვიტე საკუთარი პატარა ბიზნესი დამეწყო. თავიდან ოთახის დეკორაციებზე დავიწყე ფიქრი, თუმცა მინდოდა რაღაც ფუნქციური ყოფილიყო და ახლა სამკაულების კეთება დავიწყე.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

მე ვარ კომპანიის დამფუძვნებელი, იდეის ავტორიც და დიზაინერიც.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ვმუშაობ, მუშაობის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. თავდაპირველად დიზაინზე ვფიქრობ, ესკიზს ვქმნი და შემდეგ უკვე ტექნიკური შესრულებაზე გადავდივარ.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

კაპიტალს რაც შეეხება, საკუთარი სახსრები და არსებული დანაზოგი გამოვიყენე.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ცოტახანია რაც ეს საქმე წამოვიწყე და დიდი სამომავლო გეგმებიც მაქვს. ამაში რა თქმა უნდა ის ადამიანები მეხმარებიან, ვისაც ჩემი შემოქმედება მოწონთ, დიზაინის თვალსაზრისით უამრავი გეგმა მაქვს, რასაც შრომა და საკმაო დრო სჭირდება.,

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

დამწყებ მეწარმეებს წარმატებებს ვუსურვებ. ვურჩევ რომ იშრომონ და საქმე რომელიც წამოიწყეს, სიყვარულით აკეთონ.

 

თეონა თავდიშვილი


 



Related Posts