იდეა დეველოპერი

01/08/2016

IDEA29 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართა დეველოპერული კომპანია – Idea City – ის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია – Start-Business Solutions – ის ერთობლივი სტუდენტური პროექტის, “იდეა დეველოპერი” – ის დასკვნითი ღონისძიება.

პროექტის ანალოგი ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში არ არის. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 850 სტუდენტიდან თავდაპირველად სტუდენტთა ხუთი გუნდი შეირჩა, საიდანაც საბოლოო ეტაპზე სამი გუნდი გადავიდა. პროექტის მიზანი სტუდენტებისგან შემდგარი იმ საუკეთესო გუნდის შერჩევა იყო, რომელიც კომპანია Idea City – ისთან ერთად თბილისის მასშტაბით ერთ-ერთ რაიონში განსახორციელებელი ახალი პროექტის მართვაში მიიღებდა მონაწილეობას.

პროექტის გამარჯვებული გახდა გუნდი “Ideateam№1”, რომელსაც სიმბოლური პრიზი გადაეცა 1000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს – 700 ლარი, მესამე ადგილზე გასულ გუნდს კი 500 ლარი გადაეცა. სამივე გუნდის წევრებმა სამახსოვრო სერტიფიკატები მიიღეს.



Related Posts