გახსენით კერამიკული ნაწარმის მაღაზია – სახელოსნო

27/11/2014

საქართველოში, ხელოვანი ადამიანების უმეტესობა საკუთარი ნიჭითა და შემოქმედებით ვერ ახერხებს თანხის გამომუშავებას. თუმცა, ხშირად პატარა დეტალის დამატებაც კი საკმარისია, რომ ხალხის ყურადღება მარტივად მიიქციოთ.

თუ ხართ კერამიკის ოსტატი და გიყვართ თქვენი საქმე, მაშინ ეს იდეა თქვენთვის არის შექმნილი.

მოიძიეთ პარტნიორი, ინვესტორი, უბრალოდ კეთილის მსურველი ან ბანკის დაფინანსება და გააკეთეთ ორიგინალური მაღაზია.

დააგროვეთ თქვენს მიერ დამზადებული ნივთები და განათავსეთ მაღაზიაში, აქვე მოაწყვეთ მცირე სახელოსნო, ისე რომ მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელს შეეძლოს დანახვა, თუ როგორ მზადდება ნაწარმი.

ეს ბიზნესი მოგიტანთ შემოსავალს და რაც მთავარია, თქვენ გექნებათ საშუალება არ მოცდეთ თქვენს საყვარელ საქმიანობას და კიდევ უფრო კარგი ნივთები შესთავაზოთ მომხმარებელს.

რა არის საჭირო? შეიძლება ჩამონათვალი მოგეჩვენოთ დიდი ან რთული, მაგრამ არაფერია შეუძლებელი.

გაეცანით მოკლე ჩამონათვალს:

  1. ფართი მაღაზიისთვის (საუკეთესო ვარინტია სავაჭრო ცენტრები ან ფართი გზისპირას ნათელი ვიტრინებით);
  2. თაროები მაღაზიის მოსაწყობად (შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ინვენტარი მსგავსი მაღაზიისთვის);
  3. ბევრი სამუშაო მასალა;
  4. მცირე ზომის გამოსაშრობი ღუმელი (ისეთი რომ მოშორებით იყოს, მაგალითად თქვენი ოთახის უკან);
  5. რაც მთავარია მონდომება.

უყურეთ ვიდეოს და აიღეთ მაგალითი: