კონკურსი მარკეტინგული სტრატეგიის უფასო მომსახურებაზე

23/02/2017

GMA“GMA Georgia” მარკეტინგის აუთსორსინგის საერთაშორისო კომპანიის „GMA“ – ის ადგილობრივი წარმომადგენლობაა. ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით კომპანია აცხადებს კონკურსს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობს მარკეტინგული ან/და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას უფასოდ, შემდგომი თანამშრომლობის პირობით.

კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი ორგანიზაცია,  რომლებთანაც „GMA Georgia“ განაგრძობს თანამშრომლობას.

კონკურსის ამოცანები და პირობები კი ასეთია:

! ორგანიზაციისთვის 2017 წელს აქტუალური უნდა იყოს გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა;

! ორგანიზაციისთვის 2017 წელს პრიორიტეტული უნდა იყოს მარკეტინგული ხარჯი და მზად იყოს ბიუჯეტის გამოსაყოფად;

! სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ, ორგანიზაციამ „GMA Georgia“-სთან უნდა განაგრძოს კომერციული სახის თანამშრომლობა (შექმნილი სტრატეგიის შესრულება), რომელიც შეთანხმდება წინასწარ, შერჩევის ეტაპზე.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 05.03.2017.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე



Related Posts