კონკურსი ქათმის კვერცხის მწარმოებელი ფერმების ასაწყობად

25/03/2016

konkursiკომპანია “Start – Business Solutions” უკვე სამი წელია ეხმარება მეწარმეებს ბიზნესის წამოწყებაში. კომპანია მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აცხადებს კონკურსს დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ კვერცხის მწარმოებელი  ფერმის შექმნა.

პროექტის შინაარსი:

კომპანია Start – Business Solutions კონკურსში გამარჯვებულ 3 აპლიკანტს დაეხმარება მომგებიანი და წარმატებული მეკვერცხული ქათმის ფერმის აწყობაში, იზრუნებს საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსის მოძიებაზე.

კონკურსის მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელსაც სურს ჰქონდეს საკუთარი მეკვერცხული ქათმის ფერმა და აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობაში.

1. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მეკვერცხული ქათმის ფერმის შექმნის მოტივაცია და გააჩნდეს საკუთარი ხედვა (ზოგადი მაინც) ამ ბიზნესთან დაკავშირებით;

2. აპლიკანტს აუცილებლად უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება ან სხვა აქტივები;

3. აპლიკანტს სასურველია ჰქონდეს სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

4. აპლიკანტს სასურველია ჰქონდეს მართვის/მეწარმის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 11  აპრილისა.

დამატებითი ინფორმაცია



Related Posts