კრეატიული იდეების ეროვნულ ჩემპიონატი

04/04/2017

17362825_1403299783062265_4963383253172367127_n16 – 30 მაისს გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი კრეატიული სტარტაპებისათვის. “სიბისი ჯორჯია” ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სტარტაპებს და აძლევს შანსს მიიღონ უნიკალური შანსი მომგებიანი ბიზნესის დასაწყებად.

“სიბისი ჯორჯია“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს კრეატიული ბიზნეს იდეები, მათი კომერციალიზაციით კი ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას საქართველოში.

ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან დანიაში, სადაც საშუალება ექნებათ საერთაშორისო ინვესტორებისა და ორგანიზაციების თვალწინ საკუთარი პრეზენტაციები წარადგინონ. ამასთან, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია



Related Posts