კრეატიული მეწარმეობის აკადემია 2017

03/04/2017

CBC Georgia, C17457618_1410820668976843_8102073875256992747_nreative Estonia-სთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს 20-22 აპრილს იწვევს ტრენინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად, “კრეატიული მეწარმეობის აკადემია 2017”.

მონაწილეები გაეცნობიან კრეატიული სექტორის განვითარების დონეს ევროპის ქვეყნებში და გაიგებენ თუ რა როლი ენიჭებათ ქალაქებს განვითარებად რეგიონებში. მიიღებენ რჩევებს, თუ როგორ უნდა მართონ კრეატიული პროცესი და ინოვაციები, და როგორ შეიძლება კრეატიული აზროვნების გამოყენება, ხალხის, რეგიონების, ქალაქებისა და ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილ გამოწვევებზე საპასუხო ინსტრუმენტის სახით.

სპიკერები იქნებიან:

  • რაგნარ სიილი – ექსპერტი კულტურისა და კრეატივის დარგში, EU-Eap კულტურისა და კრეატივის განვითარების პროგრამა;
  • იურიო ოიასაარი – მეწარმე, StartUp Wise Guys;
  • იორმა სარვი – საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელი, Estonia 100-ის საორგანიზაციო კომიტეტი, ესტონეთის სამთავრობო ოფისი.
  • ევა ლემეტი – გენერალური დირექტორი, Creative Estonia.

საერთაშორისო ტრენინგ-კურსი უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მოცემულ ლინკზე – http://bit.ly/2nju8XF