მარკეტინგული სტრატეგიები სტარტაპისთვის

05/11/2014

The questionnaire.კომპანია რომელიც ფლობს კარგ პროდუქტს, ის უნდა იყოს მარკეტინგულად მოთხოვნადი. თუ არავინ იცის თქვენი პროდუქტი ან სერვისი და არავინ გადაიხდის ამაში ფულს, მხოლოდ გაყიდვებზე ზრუნვა კარგს არაფერს მოგიტანთ. ნებისმიერ ბიზნეს ოპერაციას სჭირდება პოზიტიური უკუკავშირი, რასაც თავის მხრივ ქმნის მარკეტინგი.

  • ჩაბეჭდილი მარკეტინგი

თუ გსურთ, რომ თქვენი პროდუქტი გახადოთ ცნობადი, თქვენ უნდა შეეცადოთ დალექოთ ის ადამიანის ცნობიერებაში მარკეტინგის დახმარებით. შესაძლოა თქვენი პროდუქტი არ იყოს საუკეთესო ან არ იყოს განკუთვნილი კარგი შეფუთვისა თუ ბაზრისთვის, მაგრამ ყოველთვის არსებობს რაღაც ხელმოსაჭიდი, რომელიც შესაძლოა გამოიყენო და გარდაქმნა დიდ მარკეტინგულ სტრატეგიად. გარდა ამისა, შესაძლებელია შექმნა ავტომატური მეილ სერვისი, რომელიც მომხმარებელს გაუგზავნის მარტივ კითხვარს, რომლის დახმარებითაც ისინი შეძლებენ შეაფასონ თავიანთი გამოცდილება.

  • შეკავება

კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრად უფრო მომგებიანი და ეფექტურია შეინარჩუნო არსებული მომხმარებელი, ვიდრე იპოვო ახალი. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის შეკავება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი.

  • ალაპარაკე

მომხმარებელს ხანდახან მხოლოდ ღიმილიანი მომსახურება არ სჭირდება. დიალოგი შესაძლოა დაიწყოს მომხმარებლის გამოკითხვით პროდუქტის ფასეულობების შესახებ და დასრულდეს მომსახურე პერსონალის რეკომენდაციით მიმდინარე მომსახურების, ინფორმაციის ან დამატებითი სერვისის შესახებ.
საუკეთესო ბრენდები ხდებიან აზრთა ლიდერები თავიანთი მიმართულებით ან თავისით იხვეჭენ სახელს მომხმარებელთან ინტერაქციით მხიარული ან სასიამოვნო გზით.

  • იყავი სადავო

დავა შეიძლება იყო ცუდიც და კარგიც. ცუდი დავა თავისთავად ნიშნავს რაღაცის თავიდან აცილებას, ხოლო კარგი დავა არის რაღაც, რითიც შესაძლებელია მარტო შენი უპირატესობა. მაგალითისთვის ავიღოთ კომპანია Kmart’s Joe Boxer-ის ერთ-ერთი რეკლამა, რომლის დასრულების შემდეგ კომპანიამ მიიღო უამრავი საჩივარი, მათ შორის რისკის შემცველიც კი. თუმცა ადამიანების უმეტესობამ ამ რეკლამაში დაინახა ის იუმორი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი და გაყიდვების ზრდა მოჰყვა.

წყარო

 ანი ასათიანი