მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა შექმნან ტანსაცმლის საკუთარი დიზაინი

26/01/2011

tailor_women_clothes_measureთუ შექმნით საიტს, რომლის საშუალებითაც დაეხმარებით ადამიანებს, საკუთარი გემოვნებით შექმნან ტანსაცმლის დიზაინი და შემდეგ შეუკვეთონ ის, ბევრს დააინტერესებთ თქვენი მომსახურებით.

პროგრამა მაქსიმალურად მრავალფეროვანი და მარტივი უნდა იყოს. განათავსეთ საიტზე ტანსაცმლის შემადგენელი ელემენტების შაბლონები. (მაგალითად, ქვედაბოლოს განსხვავებული სტილი, მომხარებლებს შეეძლოთ სიგრძის, ფერის, პრინტისა თუ ნაქარგების შერჩევა და შესწორება)

გარდა ამისა, თქვენ უნდა თანამშრომლობდეთ გამოცდილ მკერავებთან, რომლებსაც აქვთ კომპეტენციები სხვადასხვა მიმართულებით: ნაქარგით ან ბისერებით გაწყობა, შარვლის ან პიჯაკის შეკერვა და ასე შემდეგ.

საიტის ერთ-ერთი აუცილებელი ფუნქცია უნდა იყოს უკუკავშირის მიღების საშუალება, სადაც მომხმარებლები შეაფასებენ, რამდენად მოეწონათ გაწეული მომსახურება.

თუ სისტემას კარგად ააწყობთ, საიტიც მრავალფეროვანი და განახლებადი გექნებათ, მომხარებლები მუდმივად გეყოლებათ, მთავარია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოთ მის შესახებ. დამატებითი შემოსავლების წყარო იქნება რეკლამებიდანაც.



Related Posts