მიულოცეთ ორგანიზაციების თანამშრომლებს დაბადების დღეები

02/12/2013

Birthdayშესთავაზეთ კომპანიებს სპეციალური სერვისი, მათი თანამშრომლებისთვის დაბადების დღეების მისალოცად.

არსებობენ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები (შესაძლოა დიდებიც), რომლებიც ყველა თანამშრომელს დაბადების დღეზე უკეთებენ საჩუქარს.

ყოველი დაბადების დღის წინ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საჩუქარი გაუკეთონ თანამშრომელს. შემდეგ კი გარკვეული დრო სჭირდება ამ საჩუქრის ძებნასა  და შეძენას, რაც დროით რესურსს მოითხოვს. ზოგიერთი კი მარტივად წყვეტს: უბრალოდ ფულად საჩუქარს უკეთებს, ეს კი ნაკლებად დასამახსოვრებელია და სიურპრიზის ეფექტიც არ აქვს.

შესთავაზებთ კომპანიებს, კონტრაქტი, რომ იზრუნებთ საჩუქრების შერჩევაზეც, შეძენაზეც და სამუშაო ადგილის გაფორმებაზეც, რომ თითოეული დაბადების დღე დასამახსოვრებელი იყოს თანამშროლებისთვის; ამისათვის საჭირო იქნება გამოართვათ მათ თანამშრომლების დაბადების დღეების გრაფიკი და წინასწარ მოემზადოთ ყოველი თარიღის მოახლოებისას.