საოჯახო მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გამოფენა-გაყიდვა

12/04/2010

smart-home-apple-2ადამიანის მიდრეკილება საინტერესო და ორიგინალურ ნივთებზე, საგნებზე, მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი ოჯახების მიმართ და ასევე სურვილი, გაიმარტივონ ცხოვრება, სავარაუდოდ კარგ წინაპირობას ქმნის მაღალტექნოლოგიური საოჯახო მოწყობილობების გასაყიდად.

კარგი იქნება ერთგვარი გამოფენა-გაყიდვის გაკეთება. თუ თქვენ შეძლებთ მოიძიოთ ყველა ის იდეა, მოწყობილობა, რომელიც საოჯახო ცხოვრების და ყოფის გამარტივებას ემსახურება და მოაწყობთ მათ გამოფენას, ბევრი სტუმარი გეყოლებათ. ისინი ინტერესით დაათვალიერებენ თქვენს ექსპონატებს, მოუსმენენ პრეზენტაციებს ან ნახავენ მცირე საინფორმაციო რგოლებს ასეთი მოწყობილობების დემონსტრირებისათვის.

იდეა, მართლაც უამრავი არსებობს, დაწყებული 3D სათვაალეებით, დამთავრებული კომპლექსული „ჭკვიანი სახლის“ სისტემით, რომელიც თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო მოქმედების ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

შეარჩიეთ და მოაგროვეთ ექსპონატები, მათი საინფორმაციო რგოლები ან სადემონსტრაციო სლაიდები, იქირავეთ პავილიონი გამოფენაზე და მიაწოდეთ თქვენს პოტენციურ მომხმარებელს ინფორმაცია მათთვის საინტერესო და სასარგებლო საოჯახო ტექნოლოგიური მოწყობილობების შესახებ.



Related Posts