მოაწყვეთ 1 საათიანი ტურები საქმიანი ვიზიტით ჩამოსული უცხოელი სტუმრებისათვის

26/10/2009

touristguideთუ უცხოელ სტუმრებს, რომლებიც გეგმავენ რამოდენიმე დღით საქმიანი ვიზიტით ესტუმრონ საქართველოს, ექნებათ შესაძლებლობა, რომელიმე ინტერნეტ საიტზე შეიყვანონ მათი ასაკი, სქესი, ინტერესის სფეროები და თბილისში ყოფნის დღეები, ასევე მიუთიუთონ სავარაუდო საათები, როცა ეცლებათ და ამ საიტიდან მიიღონ რეკომენდაცია, რა შეიძლება ნახონ, რა ღონისძიებებს დაესწრონ, ვინ გაიცნონ ამ დღეებში და ვინ შეიძლება იყოს მათი შესაფერისი გიდი, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება მათ ამ დროის ეფექტურად გამოყენებაში,  ბევრი უცხოელი ამ სერვისით დაინტერესდება.

თუ რომელიმე ტურისტული კომპანია ასეთ საიტს გააკეთებს და მის ბანერებს საქართველოს პორტალებზე, სასტუმროების საიტებზე და აეროპორტში განათავსებს, გამოხმაურება დიდი იქნება. ამ მომსახურების გაყიდვაში სასტუმროებიც დაგეხმარებიან, ვინაიდან მათ ინტერესებში შედის სტუმრების დახმარება, საინტერესოდ და სასიამოვნოთ გაატარონ თავისუფალი დრო.