უცხოეთში საკმაოდ გავრცელებული ბიზნესია მარწყვის სახლში მოყვანა. ეს მარტივი პროცესია, არც საწყისი ფინანსები ესაჭიროება და ადგილსაც მცირეს იკავებს.
არსებობს სხვადასხვა მეთოდოლოგია მარწყვის მოყვანისა. მაგ.: პირველ რიგში, საჭიროა რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართი, სადაც შეძლებთ ოთახის ტემპერატურის შენარჩუნებას: ეს შეიძლება იყოს ოთახი, გარაჟი, სხვენი. განოყიერებული მიწა იყრება პოლიეთილენის სქელ პარკებში, რომლებიც პირდაპირ მიწაზე იდება კედლების გასწვრივ. ტომრებზე ჯვარედინი განლაგებით ხდება 7 სანტიმეტრის სიგრძის ჭრილის გაკეთება, 20-25 სანტიმეტრის დაშორებით, სადაც ხდება თესლის მოთავსება. აუცილებელია მოსარწყავი სისტემის გაკეთებაც.
ერთ კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია საწყის ეტაპზე 10-15 კილოგრამი მარწყვის მოყვანა, სამომავლოდ კი 30-40-ისაც კი. ნაყოფს დაახლოებით 7-9 თვის შემდეგ მიიღებთ. შესაძლებელია სხვადასხვა სეზონისათვის მოიყვანოთ მარწყვი, განსაკუთრებით ძვირი ეღირება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და შემოსავლებიც მეტი გექნებათ.
ეს ბიზნესი არის საკმაოდ მარტივი, ძალიან მცირე თანხები ესაჭიროება დასაწყებად, პროდუქტზეც არსებობს დიდი მოთხოვნა. თუ დაიწყებთ ამ საქმეს, კლიენტები ნამდვილად არ მოგაკლდებათ. გისურვებთ წარმატებებს.
უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:
რუსულენოვანი:
http://yesyes.ru/news-print-23.html
http://www.genon.ru/GetAnswer.aspx?qid=bf319d03-64b8-4ab7-b234-5206edb1a378
http://www-russia1.narod.ru/klubnika.html
http://www.vestnik-cvetovoda.ru/plant_growing/vegetable_garden/news11813.php
http://klubnika.eto-ya.com/about/
ინგლისურენოვანი:
http://www.suite101.com/content/how-to-plant-strawberries-a215460
http://gardening.about.com/od/fruitsberriesnuts/a/Strawberries.htm
http://www.huffingtonpost.com/2009/03/11/how-to-grow-strawberries_n_173885.html
http://www.howdididoit.com/home-garden/how-to-grow-strawberries-in-containers/