მოლესკინი საქართველოში

04/11/2013

moleskineკარგი იქნება, თუ ვინმე დაიწყებს მოლესკინის პროდუქციის შემოტანას და რეალიზაციას საქართველოში.
პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ ფირმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. საქართველოში ამ ფირმის პროდუქციას ცოტა იცნობს, მაგრამ რეალიზიცია არ უნდა იყოს ძნელი, რადგან საკმაოდ საინტერესო, ორიგინალური, პრაქტიკული და ხარისხიანი ნაწარმია.
ამისთვის საჭიროა დაუკავშირდეთ კომპანიას და დააკმაყოფილოთ მისი მოთხოვნები და პირობები. აუცილებელია შეავსოთ შესაბამისი ფორმა.
ჩვენ ამ ფირმის პროდუქცია სამუშაო ბლოკნოტებით გავიცანით, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი, პრაქტიკული და კომფორტულია სამუშაოდ.
იმ შემთხვევაში, თუ მოლესკინი არ დაინტერესდება თქვენთან თანამშრომლობით, შესაძლოა პროდუციის შემოტანა, საწყის ეტაპზე, სხვა არხებით ან სხვა ქვეყნის დილერების საშუალებით მოახერხოთ.
გისურვებთ წარმატებებს.