რამდენიმე გზა, თქვენი ბიზნეს იდეის შესაფასებლად

06/07/2015

biznes ideaთუ თქვენ გაქვთ გაქვთ ბიზნეს იდეა, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამოდენიმე გზა, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ შეამოწმოთ მისი მდგრადობის დონე.

იდეა შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების. განსხვავებულია მათი განვითარების პერსპექტივაც.

არსებობს საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია წარუმატებელი იდეის იდენტიფიცირება.

შესაძლოა ერთი შეხედვით „კარგი იდეა“ არ იყოს ეკონომიკურად ეფექტური. ამიტომაც, თუ თვლით, რომ თქვენი იდეა შესაძლოა წარმატებული იყოს, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული მის მდგრადობაში, დაუსვით თქვენს თავს რამდენიმე კითხვა:

  • ზოგადი, საერთო პრობლემა – პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება, სხვა დანარჩენთან მიმართებაში შეიძლება ყველაზე მარტივად ჩაითვალოს. იფიქრეთ თქვენს იდეაზე, რამდენად შეძლებს იგი საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებას. კარგად გაიაზრეთ, არ აღმოჩნდეს თქვენი ბიზნესი გამოუსადეგარი, არსებობს თუ არა მოთხოვნა ბაზარზე.

ან მეორე უკიდურესობა, მიწოდება არ ჭარბობდეს მოთხოვნას, იმ სფეროში, სადაც ბიზნესის დაწყებას აპირებთ.

არსებულ სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალია ბაზრის კვლევა. ნუ აარიდებთ თავს ამ მიმართულებით გამოწვეულ  მოსალოდნელ ხარჯებს.

  • რამდენად გადაიხდის მომხმარებელი თანხას თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაში – იმუშავეთ ამ კუთხითაც, გაიგეთ მომხმარებლის აზრი, მოთხოვნები, მოლოდინები. გამოცადეთ თქვენი იდეა პრაქტიკაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ მიდიხართ ამ იდეით მომხმარებელთან, არამედ სხვა მოდის და გთავაზობთ მას. გადაიხდიდით  თანხას მათი პროდუქტისა თუ მომსახურების მისაღებად? თუ კი, რამდენს?

ეს ორი კითხვა დაგეხმარებათ, სწრაფად შეაფასოთ თქვენი იდეის პოტენციალი, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ის.

  • არის თუ არა თქვენი იდეა განვითარებადი – წამოწყებული ბიზნესისაგან ფულის პირველი ნაკადის მიღება მხოლოდ საწყისი ეტაპია. მთავარია გქონდეს არეალი და დრო, ბიზნესის დროულად და ადეკვატურად გაფართოვებისა თუ გაზრდისათვის.

შესწევს თუ არა თქვენს იდეას ძალა, ეტაპობრივად აითვისოს ახალი ბაზარი? შეგიძლიათ თუ არა მუდმივად აამუშაოთ ახალი, განვითარებული, გაუმჯობესებული მოდელები?

თუ დროულად შეძლებთ პასუხი გასცეთ აღნიშნულ კითხვებს და დამაჯერებელი პასუხები მიიღოთ, ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, თქვენ გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, კარგი იდეა, წარმატებულ ბიზნესად აქციოთ.

 

წყარო: http://www.entrepreneur.com/

თეონა თავდიშვილი