რამდენიმე იდეა ბიზნესის დასაწყებად

24/07/2015

რამდენიმე იდეა ბიზნესის დასაწყებადწარმატებული ბიზნესის ფლობა ყველა მცირე თუ დიდი მეწარმის ოცნებაა. პირველ რიგში გესაჭიროებათ ბიზნეს იდეა, რომელსაც დაამუშავებთ და განავითარებთ.

მნიშვნელოვანია მიზნის ფორმირება, ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რისი მიღწევა გსურთ ახლო მომავალში, რა არის თქვენი უპირატესობა. ნურც ბაზარზე  არსებულ მდგომარეობას დაივიწყებთ. ბაზრის საჭიროებებიც უნდა შეისწავლოთ და დაადგინოთ, რომელი მათგანის დაკმაყოფილება შეგიძლიათ თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით.

უამრავი მიმზიდველი ბიზნეს იდეა არსებობს, მაგრამ  თქვენთვის საუკეთესო არის ის, რომელიც თქვენც შეგეფერებათ და ბაზარსაც სჭირდება.

1. ღონისძიებების ორგანიზება – ქორწილების, დაბადების დღეების, სხვადასხვა წვეულებების ორგანიზება საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. მოიზიდეთ პოტენციური კლიენტები და შესთავაზეთ მათ კონკურენტული ფასები.

2. შინაური ცხოველების მოვლა/გასეირნება – დღეს არსებული ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, მრავალი ადამიანი ვერ ახერხებს შინაური ცხოველების მოვლას, სათანადო ზრუნვას, რის გამოც უხდებათ უარი თქვან მათ ყოლაზე. შესთავაზეთ აღნიშნული მოსახურეობა მათ და დაიწყეთ ბიზნესი თითქმის ნულოვანი ინვესტიციით. თუ რასაკვირველია გეხერხებათ ცხოველებთან ურთიერთობა.

3. ხელნაკეთი სამკაულები – თუ შემოქმედებითად აზროვნებთ და სამკაულების დამზადება-აწყობაც გეხერხებათ ეს ბიზნესი სწორედ თქვენთვისაა. ფართის ქირაობაც არ დაგჭირდებათ. შექმენით საიტი, განათავსეთ თქვენი ნამუშევრების ფოტოები. რეკლამასა და პიარში დაიხმარეთ სხვადასხვა სოციალური ქსელები. რაც მთავარია, შეინარჩუნეთ კონკურენტული ფასები.

4. პირადი ინსტრუქტორი – თუ წარსულში სპორტის რომელიმე სახეობით იყავით დაკავებული და დღემდე ფორმაში ხართ, შეგიძლიათ აღნიშნული ბიზნეს იდეა განავითაროთ. თქვენი ფასი გაცილებით კონკურენტული იქნება ძვირადღირებულ სპორტულ დარბაზებთან მიმართებაში. ფართის ქირაობაც არ დაგჭირდებათ. გარკვეული ხარჯები რეკლამისათვის, რათა საწყის ეტაპზე თავი გააცნოთ მომხმარებელს. შესთავაზეთ მათ ვარჯიში და სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები სიმწვანეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

5. მეორადი წიგნების რეალიზაცია – თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება რამდენიმე ათეული წიგნი. ხომ არ დაიწყებდით ბიზნესს ამ სფეროში? გახადეთ თქვენი მაღაზია ცნობადი კონკრეტული კატეგორიების, გამოცემების მიხედვით. სხვადასხვა სახის რუკები, ღია ბარათები, მისალოცი ბარათები თუ სხვა ფერადი ილუსტრაციები უფრო მიმზიდველს გახდის თქვენს მაღაზიას.

6. ველოსიპედების შეკეთება – ჯანსაღი ცხოვრების წესი და ველოსიპედით გადაადგილება, სულ უფრო პოპულარული ხდება. შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება აღნიშნულ სფეროში. დაიქირავეთ ფართი, აღჭურვეთ იგი აუცილებელი ხელსაწყოებით და შეუდექით საქმეს.

 

http://www.entrepreneur.com/

თეონა თავდიშვილი